თხრობითი ანგარიში
25 თებერვალი 2008 წ.
აღნიშნული
პროექტი გავაცანი სასწავლო ნაწილს, კათედრების გამგეებსა და დამრიგებლებს
თათბირზე, მოეწონათ პროექტი და დაინტერესდენ iEARN საერთაშორისო საგანმანათლებლო
სარესურსო ქსელის შესახებ და დაიგეგმა ინტერნეტით უფორო დაწვრილებით გაცნობა,
დათვალიერება, დარეგისტრირება. გამოთქვეს სურვილი ეს საკონკურსო 10 პროექტიდან
ამოირჩიონ თემა და თვითონაც განახორციელონ კლასებში.
26 თებერვალი 2008 წ.
შევარჩიე პროექტი, დავწერე
ამ პროექტის ამოცანები, დავაკავშირე ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, შევადგინე
სავარაუდო მსვლელბა და სამოქმედო კალენდარი. მივუთითე საჭირო სასწავლო რესურსები.
27 თებერვალი 2008 წ.
შესარჩევ კლასში
მოსწავლეებს გავაცანი ”iEARN”-საქართველო
2008” კონკურსის პირობები.
ვისაუბრეთ თუ რა იქნება
გამარჯვების შემთხვევაში პრიზი, სად წავლენ და რისთვის. ეწყინათ როცა გაიგეს რომ
გამარჯვების შემთხვევაში წავა ერთი გუნდი და არა მთელი კლასი. არ მოეწონათ
გუნდებად დაყოფა, ძალიან მთხოვდენენ გუნდში სამ ბავშვზე მეტი ყოფილიყო, მაგრამ
კონკურსის პირობებიდან გამომდინარე შევთანხმდით.
სურვილის მიხედვით
დავიყავით გუნდებად, შედგა სავარაუდოდ ხუთი გუნდი, შემდეგ შეხვედრამდე კიდევ უფრო დაზუსტდება
გუნდების წევრთა სია.
შევარჩიეთ პროექტი,
ადგილობრივი ისტორიის პროექტი და ჩემი ქალაქი მაშინ და ახლა.
გამოთქვეს სურვილი რომ,
უმეტესოაბა ინფორმაციას შეკრებს თბილისზე, მის ძველ უბანზე, დაარსებაზე,
სახელწოდების ისტორიაზე, სიმბოლოზე, კულტურულ ძეგლებზე და მოახდენს ძველისა და
ახლის შედარებას.
ერთერთმა გუნდმა
გადაწყვიტა ეს პროექტი გააკეთოს აფხაზეთზე.
მე უარი ვერ უთახარი,
მაგრამ პროექტის პირობების მოთხოვნა არის რომ ყველა მოსწავლე იყოს თანაბარ
პირობებში ჩაყენებული, ტექნიკურად ამას როგორ მოახერხებენ არ ვიცი, მათ მტკიცედ
მიიღეს გადაწყვეტილება, ეს მათი სურვილია.
შევედით ”ირმის ნახტომის”
საიტზე და გადმოვტვირთეთ კითხვარი მოსწავლეებისათვის, მაგრამ ლინუქსის პროგრამაში
ვერ აღიქვა ქართული ფონტი. ამისთვის საჭირო გახდა გადაგვეღო ქსეროქსი ჩემი სამუშაო
წიგნიდან რომელიც მომცეს ტრენინგზე, ვისარგებლეთ საქმეთა მმართველის ქსეროქსით.
შეავსეს ეს კითხვარი და სახლში გავაგრძელე მათი პასუხების შეტანა კომპიუტერში. კითხვარი
შეავსო მე-8-ე კლასის 13-მა მოსწავლემ. სამი არ იმყოფებოდა.
გადავიღეთ ფოტოები.
დავალებად მივეცი რომ
მოიფიქრონ შემდეგ გაკვეთილამდე გუნდის
სახელწოდება და დევიზი. 27 თებერვლიდან 5 მარტამდე.
გადაწყვიტონ თუ
კონკრეტულად რაზე მოაგროვებენ მასალას, გამოიყენონ სხვადასხვა რესურსი ამისათვის
(წიგნები, დღიურები, ჟურნალები, ინტერნეტი, ინტერვიუ) და აუცილებლად აწარმოონ
რვეულში წყაროების ჩამონათვალი თუ საიდან მოიპოვეს ესა თუ ის ინფორმაცია. ამისთვის
მათ მიეცა დრო 27 თებერვლიდან 19 მარტამდე. შეუძლიათ იხილონ www.geres.ge
www.tbilisi.gov.ge www.matiane.com www.google.ge
გაკვეთილების ბოლოს
დავწერე თხრობითი ანგარიში.
შევიტანე სურათები ზოგი
პირადი ციფრულიდან, ზოგიც მობილურიდან ბლუთუსით.
5 მარტი
მოსწავლეებს
გამოვკითხე თუ ვინ რა გააკეთა ახალი პროექტის შესახებ, ყველა გუნდი ერთის გარდა
მასალებს აგროვებს ძველსა და ახალ თბილისზე. ერთმა გუნდმა წიგნიც მოიტანა და
შეუდგა ტექსტების აკრეფას, დანარჩენებმა ინტერნეტში დაიწყეს მასალების მოძიება,
გადმოიწერეს ტექსტები, სურათები და შეინახეს თავიანთ საქაღალდეებში.
რამოედნიმე
გუნდმა თბილისის ნაცვალდ ყურადღება შეაჩერა სოხუმზე, გვსურს რომ ამ ქალაქზე
გავაკეთოთ ჩვენი პრეზენტაცია უფრო საინტერესოა ჩვენთვის, აქტუალურიცო. მოიძიეს
ფოტოები, გადმოტვირთეს და შეინახეს თავიანთ საქაღალდეში, დაათვალიერს რამოდენიმე
საიტი www.geres.ge რაიონები და რეგიონები და
ყველა წარმოდგენილ საიტს გაეცნენ http://ayp.iatp.ge
. მოსწავლეთა კითხვარი შეავსო კიდევ ორმა მოსწავლემ, მესამე არ დადის საპატიო
მიზეზის გამო.
როგორც
წინა გაკვეთილზე შევთანხმდით გუნდებმა მოიფიქრეს თავიანთი გუნდის სახელწოდებები და
დევიზები. მოხდა რამოდენიმე მოსწავლის გადანაცვლება გუნდებში. საბოლოოდ
ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:
I გუნდი
სახელი: ფესვები
დევიზი: ”მშობელ მიწაში გვიდგას ფესვები”
- ნინო ლაღიძე
- ნინო შუბითიძე
- მარი ბუხრაშვილი
II გუნდი
სახელი: თბილისელები
დევიზი: ”რომ ააშენო უნდა იცოდე, რომ იცოდე უნდა
ისწავლო”
- გიორგი მამულაშვილი
- ოთარი ზედელაშვილი
- თემური ნებიერიძე
III გუნდი
სახელი: ჩვენი დაკარგული სოხუმი
დევიზი: ”გამარჯობა აფხაზეთო შენი”
- სალომე სააკაშვილი
- ელზა აფციაური
- თეონა მექვაბიშვილი
IV გუნდი
სახელი: თბილისო მზის და ვარდების მხარეო
დევიზი: ”ჭკუა ცოდნით მოიხმარების”
- ნინო ბოჭორაძე
- ქეთი წიკლაური
- ნათია მუშკუდიანი
V გუნდი
სახელი: ოქროს არწივები
დევიზი: ”ვედებთ მანამ სანამ არ ვიპოვით”
- ბაჩო მახარობლიშვილი
- გიორგი აბულაძე
- ნაირა ასკაროვა
საქმეთა მმართვეთთან ამოვბეჭდე პროექტის ამოცანები, გადავაქსეროქსე
მოსწავლეთა შეფასების კრიტერიუმები, გუნდების წევრთა სიები ხუთ ეგზემპლარად და
დავურიგე გუნდებს, გარდა იმისა რომ ამოცანებს უნდა გაეცნონ იფიქრონ შეფასების
კრიტერიუმებზეც და თავიანთი ნამუშევრები თვითონ შეაფასონ სამომავლოდ.
გადავიღე მუშაობის
ამსახველი ფოტობიც მობილურით. ვწერ თხრობით ანგარიშს.
გავაგზავნე პროექტის
ამოცანები და მოსწავლეთა გუნდების წევრეთა სია მითითებულ მისამართზე 6 იანვარს ჩემი ელ-ფოსტით, 7 მარტს სკოლის ელ-ფოსტით.
12 მარტი
განაგრძობენ
მოსწავლეები მუშაობას, მოაგორვეს მასალები, ზოგიერთმა გუნდმა ”თბილისელებმა” და
”ჩვენი დაკარგული სოხუმი” უკვე დაიწყო საპრეზენტაციო სლაიდების მომზადება. ”ფესვები”
განაგრძობენ ტექსტების აკრეფას ერთერთი სახელმძღვანელოდან თბილისის ქუჩებში და
ქუჩაბანდებში. ზოგიერთი გუნდი უფრო ერთსულოვანია და შეკრულია. ზოგიერთი ცალცალკე
მუშაობს. ზოგიც იხმარს ოჯახის წევრებს. საერთო ჯამში მოსწავლეები კარგად მუშაობენ,
ხანდისხან ეზარებათ. ზოგჯერ სარგებლობენ პროექტის სახელით და ეთავისუფლებიან
მასწავლებლებს გაკვეთილებიდან, ზოგჯერ იპარებინ კიდეც, გაკვეთილების შემდეგაც
რჩებიან და ინტერნეტით სარგებლობენ. ძირითადად პროექტს ინფორმატიკის გაკვეთილის
ფარგლებში ვანხორციელებთ.
ციფრული
ფოტოაპარატი არ გვაქ ამიტომ ფოტოებს მობილურით ვიღებ. პროებლემას გვიქმნის
ლინუქსიც ხანდახან მოტანილ მასალას ვინდოუსში გაკეთებულს ვერ კითხულობს. სიმცირეა
კომპიუტერების რაოდენობის, ამ კლასში 16 მოსწავლეა და 7 კომპიუტერი გვაქ, ხშირად
ჩხუბობენ თუ ვინ დაასწრებს კომპიუტერთან. თითოეულ კომპიუტერთან გუნდებად მუშაობენ.
მოსწავლეებს უჩნდებათ სურვილი გაკვეთილების შემდეგაც დარჩნენ მაგრამ ყოველთვის
ამის საშუალება არ არის.
19 მარტი
ერთერთ
გუნდში მოხდა ცვლილება ”ოქროს არწივებიდან” ნათია მუშკუდიანი გადავიდა გუნდ ”თბილისო
მზის და ვარდების მხარეო”. პროექტის პირობებიდან გამომდინარე გუნდის წევრი არ უნდა
შეცვლილიყო მაგრამ ვინაიდან და რადგანაც გუნდ ”ოქროს არწივებში” მოხვდა ორი ბიჭი
ბაჩო და გიორგი რომლებიც ცოტა არ იყოს ძნელად აღსაზრდელ მოსწავლეებს
განეკუთვნებიან, ნათიამ არ ირჩია მაგ გუნდთნ მუშაობა და პროექტში მონაწილეობაზე
თქვა უარი, ვინაიდან და რადგანაც ნაირა ასკაროვა აქტურ მონაწილეობას არ იღებდა
გუნდ ”თბილისო მზის და ვარდების მხარეო” იშვიათად დადის ინფორმატიკის გაკვეთილზე
ამიტომ ნათია გადავიყვანე ზემოთ ნახსენებ გუნდში. ნაირა ასკაროვა ”ოქროს
არწივებში”. ეს გუნდი თავიდან ხალისით ჩამოყალიბდა მაგრამ ვარაუდობ რომ მიცემულ
დავალებას არ შეასრულებენ.
ძირითადად მოსწვლეები
მასალებს ეძებენ ინტერნეტში, კერძოდ გამოიყენეს www.ka.wikipedia.org - თბილისო მზის და
ვარდების მხარეო, www.tbilisi.gov.ge - თბილისელებმა, www.google.ge - ფესვებმა, http://ayp.iatp.ge, http://ka.wikipedia.org - დაკარგული
სოხუმი. განაგრძობენ მოძიებული მასალების საპრეზენტაციო პროგრამაში მომზადებას.
ოქროს არწივებმა დაათვალირეს მასალები ინტერნეტში კერძოდ www.google.ge-ზე.
გადავიღე მუშაობის
ამსახველი ფოტოები.
26 მარტი
მოსწავლეები
გამოვკითხე თუ ვინ რა ინფორმაცია მოიძია დამატებით, დაიწყეს სლაიდების გაკეთება
ყველა გუნდმა, დაკაბადონება, მნიშვნელოვანი ინფორმაციის ამოკრება და განთავსება,
ფოტო სურათებით გაფორმება, ფონების შერჩევა.
თითოეულ გუნდს ჰქონდა თავიანთი სამუშაო ფოლდერი
შექმნილი თითოეულ კომპიუტერზე, გუნდების წევრებმა იმუშავეს ერთად სლაიდების დამზადების
დროს, ინტრნეტიდან გადმოწერილი სურათები, ასევე ტექსტები მინიშნებულ იქნენა
სლაიდის ბოლოს თუ რა რესურსების გამოყენებით იხელმძღვანელეს მოსწავლეებმა, და ესა
თუ ის ტექსტი ან მასალა საიდან მოიტანეს.
ვწერ
თხრობით ანგარიშს. მიზნები მიღწეულია, მოსწავლეები კარგად ფლობენ ინტერნეტში
მუშაობას, მასალის მოძიებას, გადმოწერას, ინფორმაციის შენახვას, ბეჭდვას,
პრეზენტაციების გაკეთებასაც კარგად ართმევენ თავს. მე რომ სხვა საგნის
მასწავლებელი ვყოფილიყავი ამ პროექტს ვერ განვახორციელებდი მარტო, მომიწევდა
ინფორმატიკის მასწავლებლის ან ინფორმაციული მენეჯერის შეწუხება. დამოუკიდებლად
მუშაობას მოსწავლეები არ არიან მიჩვეულნი, ხშირად ჭირდებათ შეხსენება,
პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვივება. ამ პროექტზე მუშაობა მათთვის სასიამოვნო და
სახალისოა. სხვა ურთიერთობა დაიწყო არა
მარტო მოსწავლეებს შორის არამედ მასწავლებელთან დამოკიდებულებაც შეიცვალა,
ურთიერთობამ უფრო თანამშრომლობითი სახე მიიღო. წინასწარ ფიქრობენ მოგებაზე და
ხშირად მსჯელობენ იმაზე რომ ხალხის წინ ამის პრეზენტაციას ვერ მოახერხებენ, გული
გაეპარებათ, ან ენა დაებმებათ, საკმაოდ ღელავენ. მიწევს დამშვიდება, გამხნევება,
მასწავლებელო ამდენი თვალები რომ შემომხედავს არ შემიძლიაო.
გადავიღე
ფოტოები თუ როგორ მუშაობენ სლაიდებზე.
2 აპრილი
სამწუხაროდ დენი არ იყო და
პროექტზე მუშაობა ვერ განვაგრძეთ.
9 აპრილი
სამწუხაროდ
ეს დღე ჩვენთვის მტკივნეული გასახსენებელია და დსავენება იყო სკოლებში.
16 აპრილი
დასასრულისკენ
მიდის მოსწალვეთ საპრეზენტაციო სლაიდები თბილისზე და სოხუმზე. სამწუხაროდ ერთერთ
გუნდს სოხუმზე მოძიებული ტექსტები, ფოტოსურათბი, ნახევრად გამზადებული სლაიდი
წაშლილი დახვდათ, მათ გარდა კომპიუტერულ ოთხში შემოდის რუსული და აზერბაიჯანული
სექტორის მოსწავლეები. ხშირად არის ასეთი შემთხვევა. წაშლილი იყო გუნდ
”თბილისელების” სლაიდიც მაგრამ სანაგვე ყუთიდან მოვახდინეთ აღდგენა.
გუნდ
”ჩვენი დაკარგული სოხუმის” -ს სლაიდისათვის მასალები მოვიძიეთ Google Earth
საიტზე, დავაინსტალირე და იქიდან დაათვალიერეს გუშინდელი და დღევანდელი სოხუმი,
გადმოიწერეს ფოტოები.
23 აპრილი
მოხდა მოსწალვეთა
კომპეტენციის (ცოდნა და უნარი) შემოწმების კითხვარი შევსება, რომელიც
გადავაქსეროქსე და ისე შევავსებინე მოსწავლეებს. ვინაიდან და რადგანაც ლინუქსმა არ წაიკითხა ინტერნეტიდან
გადმოწერილი ტექსტის შრიფტი. გარდა მაგისა მოსწავლეთა რაოდენეობა ბევრია და
კომპიუტერები ორჯერ უფრო ნაკლებია, ამიტომ შეავსეს გადაქსეროქსებული ფურცლები.
თერთმეტმა მოსწავლემ შევსო კითხვარი, დანარჩენი სამწუხაროდ არ იმყოფებოდა ამ დღეს.
განაგრძობენ მუშოაბას
სლაიდებზე, იწერენ ინფორმაციას ინტერნეტიდან სხვადასხვა საიტებიდან. მიუთითეს
გამოყენებული რესურსები სლაიდის ბოლოს. 29 აპრილს დაგეგმილი იყო პრეზენტაციების
ჩვენება რომელიც მითითებული მქონდა პროექტის აღწერაში. მაგრამ ვინაიდან და რადგნაც
დაემთხვა სააღდგომო დრესასწაული სკოლაში დასვენებაა ამ დღეს.
გადავიღე ფოტოსურათები და
დავწერე თხრობითი ანგარიში შინ.
შევიყვანე კომპიუტერში
მოსწავლეთ კითხვარი პროექტის დასრულების შემდეგ.
30 აპრილი
შევაჯამეთ
განვლილი მასალა, გაეცნენ მოსწავლეები ერთმანეთის ნამუშევრებს, აღმოჩინეს
სხვადასხვა შეცდომები. ცოტა არ იყოს შეჯიბრების ჟინი გაუნელდათ მოსწავლეებს,
თავიდან პროექტის დასაწყისში მათ ეგონათ რომ მთელი კლასი მიდიდოდა ბანაკში,
მიყავდათ დამრიგებელი და მე, მაგრამ როდესაც გუნდებად დაიყვნენ, გაიგეს რომ ამ
გუნდებიდან შიეძლება კონკურსში გავიდეს მხოლოდ ერთი ან რამოდენიმე გუნდი და არა
სუყველა საზაფხულო ბანაკში წასვლაზე გული აუცრუვდათ. კი იმუშავეს ამ პროექტზე,
კარგად გაართვეს მიცემულ დავალებას მოსწავლეებმა თავი. ხშირად მეკითხებიან ზუსტად
სად და როდის წავლენ ბაბანკში, შეიძლება მასწავლებელო ჩვენ იმ დროს არ გვეცალოსო, როგორ
სასტუმროში დავისვენებთო, რომელ ქალაქშიო, ბუხარაში ნაწილს უნდა წასვალ ნაწილს არა,
ჩემსას თქვენ დაგითმობთო, იქ ზღვა არ არისო და შუა ზაფხულში უზბეკეთში რა გვინდაო.
ზოგს კი ძალიან უნდა იქ გამგზავრება.
დარჩენილმა
მოსწავლეებმა შეავსეს მოსწავლის კითხვარი პროექტის დასრულების შემდგომ. შევიტანე
მათი მონაცემები კომპიუტერში. სულ 13-მა მოსწავლემ შეავსო. ამ დღეებში დამატებით
შვხვდები რომ სხვებმაც შეავსონ მოსწავლის კითხვარი. ერთი მოსწავლე საპატიო მიზეზის
გამო არ დადის სკოლაში. სულ თექვსმეტი მოსწავლეა.
7 მაისი
საბოლოოდ შევაჯამე
პროექტზე მუშაობა, მოხდა მოსწავლეთა საკონკურსო პროექტების შეფასება. შევაფასე
მოსწავლეები შეფასების რუბრიკით.
მოსწავლეთა გამოკითხვის
კითხვარი საბოლოოდ 15-მა მოსწავლემ შეავსო.
რაც შეეხება ”ჩვენი
დაკარგული” სოხუმის გუნდს მათ პრეზენტაცია ნაწილობრივ ააწყვეს
www.ka.wikipedia.ge-დან.
შინაც იმუშავეს, მოიძიეს
ფოტოები და გადმოტვირთეს ინტერნეტიდან.
ელექტრონული პორტფელიო
შეივსო, ვინაიდან და რადგანაც რევრაიტერი სკოლის კომპიუტერებს არ ააქვს,
ნამუშევრები ფლეშით წავიღე სახლში და იქ ჩავტერე მასალები დისკზე.
9 მაისი დასვენებაა, 11
მაისი კვირა, როგორც გავიგე 13 მაისს ხდება საბოლოო მასალების ჩაბარება ფონდ
”ირმის ნახტომში”.
ეროვნული სასაწავლო გეგმით
მოცემული საკითხები დაძლეულ იქნა ნაწილობრივ და საბოლოო მიზანს მივაღწიეთ ამ
პროექტზე მუშაობის დროს მეც და მოსწავლეებმაც. მეც გარკვეული პრაქტიკა
გამომიმუშავდა ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით, სხვა დამოკიდებულება
წარმოიშვა მოსწავლესა და მასწავლებელს შორის, რომელმაც თანამშრომლობითი სახე
მიიღო. მოსწავლეებმაც საბოლოოდ ცოდნა გაიღრმავეს თავიანთი ქალაქის ირგვლივ, მოძიეს
უამრავი მასალები ტექსტები და ფოტოები, სხვადასხვა რესურსებით, კერძოდ ინტერნეტით
და ორმა გუნდმა ”ფესვებმა” და ”თბილისო მზის და ვარდების მხარეო”
სახელმძღვენოლეობიც იხილეს ძველ თბილისზე,
ისწავლეს საპრეზენტაციოდ პრეზენტაციის გაკეთება და წარდგენა. ”ფესვების” მოსწავლემ სახლში მოამზადა მთლიანად
სლაიდები, ტექსტები სკოლაში აკრიფა, მასალები წაიღო ფლეშკით სახლში და იქ გააკეთა
პრეცენტაცია პროვენ პოინტში, გრაფიკულად გამოსახულება იმ პროგრამას უფრო მეტი
ფუნქციები აქ, ნაწილობრივ სხვებიც ეხმარებოდნენ. მოიტანა დისკზე ჩაწერლი სახით.
დაგეგმილი გვქონდა სანამ
პროექტი დამთვრედბოდა დირექციისთვის წარგვედგინა ჩვენი ნამუშევრები, მაგრამ
მოსწავლეებმა არ ისურვეს, არ სიამოვნებთ როდესაც ვინმე ესწრებათ გაკვეთილზე,
დავიბნევითო. თნაც უკვე დროც ამოგვეწურა ისე მალე რომ თვითონაც გაუკვირდათ უკვე
დავამთვრეთო. ამიტომ პრეზენტაცია სამომავლოდ გადავდეთ. დაგეგმილი მაქ მოსწავლეებს
გავაცნო ლემილის საიტი და ნამუშევრები
თვად მოსწავლეებმა დადონ. ვფიქრობ ეს მათთვის საინტერესო იქნება.
კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:
ეროვნული სასწავლო გეგმა
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისათვის
2007 წელი
- ძირითადი უნარ-ჩვევები რის გამომუშავებასაც ხელს
უწყობს ისტროიის ინტეგრირებული სასკოლო კურსი.
2) კომუნიკაციის უნარი - ისტორიის საშუალებები
გამოყენებას ინფორმაციის მიღები, მოპოვებისა და გაცვლის მიზნით.
4) სინთეზური აზროვნების უნარი -
გულისხმობს ისტორისს საშუალებებით ინფორმაციის დიდი მოცულობიდან საჭირო
ფრაგმენტების ამორჩევის, მათი მიზნობრივად დაკავშირების უნარის და ჩამოყალიბებულ
ჩვენებას. ისე რომ მიღებული შედეგები გამოყენებადი და გასაგები იყოს, როგორც თავად
მოსწავლისათვის, ასევე სხვებისთვისაც.
6) კრიტიკული აზროვნების უნარი -
გულისხმობს უკვე მოცემული, ან მის მიერ მოპოვებული ინფორმაციის შეფასების
შინაარსის, დანიშნულების და ხარისხის მიხედვით, მისი გამოყენების საზღვრების
დადგენას.
(364 გვ.)
მშობლიური ქალაქის
ისტორიულ-გეოგრაფიული მოვლენების შესწავლის პროცესში მოსწავლეს განუვითარდება
შემდეგი უნარები:
სპეციფიკური უნარები
·
დროისა და სივრცეში
ორიენტაცია
·
ისტორიული ინტერპრეტაცია
·
ისტორული-გეოგრაფიული
საშუალებების გამოყენება და შექმნა.
ზოგადი უნარები
·
ინფორმაციული მოპოვება და
ორგანიზება
·
შემოქმედებითი უნარი
·
კომუნიკაცია
·
კვლევა
·
თანამშრომლობა
მოსწავლეთა აღზრდას მაღალ
ზნეობრივ ღირებულებებზე
·
სამშობლოს სიყვარული
·
კეთილსინდისიერება და
შრომისმოყვარეობა
(116 გვ.)
შედეგები და ინდიკატორები
დრო და სივრცე
ისტ.გეო VIII. 4 ახასიათებს ურბანიზაციის
პროცესს.
- აგროვებს ინფორმაციას (ლიტერატურა, ფოტოები,
რუკები) და აღწერს თანამედროვე ქალაქს; მისთვის დამახასითებელი ნიშნების
წარმოდგენის სქემის სახით.
- ინტერნეტის მიხედვით აგროვებს ინფორმაციას (გეგმა,
რუკა, ფოტოსურათი, სტატისტიკური ინფორმაცია და სხვა) ადარებას მათ სხვადასხვა
ნიშნის მიხედვით (დაგეგმარება, ფუნქციონალური რაიონები, ინფრასტრუქტურა,
მოსახლეობა და სხვა.) შედეგებს წარმოადგენს მისთვის სასურველი ფორმით
(ცხრილი, სქემა, ჩანახატი, თემა და სხვა).
ისტ.გეო VIII. 14 შეისწავლის ხელოვნებისა და
განათლების განვითარების საფუვლებს
- აღწერს მშობლიურ კუთხეში მდებარე ბუნებრივ ან/და
ხუროთმოძღვრულ ძეგლს (ძეგლებს) და მოიპოვებს მათზე ინფორმაციას (ლეგენდა,
თქმულება და ა, შ.)
(116 გვ.)
ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მიზანი
- განუვითაროს მოზარდს ძირითდი სამეტყველო უნარები
(წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი)
- განუვითაროს საკუთრი აზრის ლოგიკური
თანმიმდევრობითი გამოთქმისა და სხვადასხვა დანიშნულების წერილობითი ტექსტის
შექმინის უნარი.
- აზრის ცხადად, ლაკონურად, მკაფიოდ და მწყობრად
გამოხატვის უნარის ჩამოყალიბება.
(39 გვ.)
ქართ. VIII. 13 მოსწავლე მიმართავს
წერის სტრატეგიებს ნაწერის ეფექტური ორგანიზებისათვის
- მსჯელობისას საკუთარი თვალსაზრისის დასასაბუთებლად
იყენებს ისეთ მასალას, როგორიცაა ციტატები სხვადასხვა წყაროდან, ცხრილები,
ფოტოები და ხელოვნების ნიმუშების სურათები;
- იყენებს კომპიუტერულ ტექნოლოგიას ტექსტების
შესადგენად, დაკაბადონება და პრეზენტაციის მოსამზადებლად
(69 გვ.)
საინფორმაციო ტექნოლოგიები
საბაზო სკოლა (7-9 კლასები)
- იყენებს კლავიატურას, შეტანისა და გამოტანის
მოწყობილობებს, მათ შორის სხვადასხვა ტიპის ადაპტერებს ისტ-ის წარმატებით
ფუნქციონერებისა და ეფექტურად მოხმარებისათვის. (1)
- იყენებს ისტ-ის საშუალებებს ინდივიდუალური და
ჯგუფური სამუშაოსათვის, რომელიც მიზნად ისახავს ელექტრონულ ფორმატში ბეჭდვას,
კომუნიკაციას, საგამომცემლო და შემოქმედებით საქმიანობას, რათა შეიქმნას
საგანმანათლებლო ღირებუების მქონე პროდუქტი აუდიტორიისთვის, როგორც სკოლის
შიგნით, ასევე მის გარეთ. (3,4)
- იყენებს ისტ-ის საშუალებებსა და გლობალურ ქსელს
ასაკობრივი ჯგუფის შესატყვისი ინტერესების, მისწრაფებების განხორციელების,
პრობლემების გადაჭრის, სხვებთან ურთიერთობის და თანამშრომლობის მიზნით; მათ
შორის ფართო აუდიტორიისათვის განკუთვნილი ნამუშევრის შექმინის მიზნით.(4,5)
- მსჯელობს როდის არის ისტ-ის საშუალებების
გამოყენება ეფექტური და მიზანშეწონილი; ირჩევს შესაბამის საშუალებას და
იყენებს მას სხვადასხვა დავალებების შესრულებისა და დასახული მიზნების
განსახორციელებლად. (5,6)
- აფასებს ელექტრონულ ფორმატში არსებულს რესურსების,
ინფორმაციის სიზუსტეს, ობიექტურობას, მის მიზნობრიობას და დანიშნულებასთან
შესატყვისობას. (6)
(368 გვ.)
მისაღწევი შედეგები სწავლების ყოველ საფეხურზე
1)
ძირითადი ცნებები და
ოპერაციები
Ø
ახდენს ისტ-ის
საშუალებების დანიშნულებისა და მათი მოქმედების ძირითადი პრინციპების გაგების
დემონსტრირებას.
Ø
სწორად იყეენბს ისტ-ის
საშუალებებთან უთიერთმოქმედების, შეტანა-გამოტანის მოწყობილობებს ამ საშუალებების
წარმატებით ფუნქციონირებისათვის.
Ø
ახდენს ისტ-ის
საშუალებების მარჯვედ მოხმარების დემონსტრიერებას.
5) კვლევის ტექნოლოგიური
საშუალებები
Ø
იყენებს ისტ-ის
საშუალებებს (მაგ. საძიებო სისტემა) ინფორმაციის სხვადასხვა წყაროებიდან მიღების,
მათი შემდგომი შეფასებისა და ანალიზისათვის.
Ø
იყენებს ისტ-ის
საშუალებებს ინფორმაციის შენახვის, მონაცემთა
Ø
დამუშავებისა და
ანალიზისათვის, შემდგომი შედეგის სხვებისათვის მიწოდების მიზნით.
Ø
აფასებს და ეფექტურად
იყენებს ისტ-ის სფეროში არსებულ სიახლეებს (მაგ. ახალი პროგრამული უზრუნველყოფა)
და რესურსებს მის წინაშე დასმული ამოცანის შესაბამისად.
(366 გვ.)
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების/შრომითი სწავლების მიზანია:
- მოსწავლის ჩაბმა შემოქმედებით და საინტერპრეტაციაო
საქმიანობაში და ამ გზით მისთვის მშვენიერების განცდის და წარმოსახვის უნარის
განვითარება.
- შემოქმედებითი საქმიანობის ტექნიკურ საშუალებათა
დაუფლება და შრომის უნარ-ჩვევის ჩამოყალიბება.
(163 გვ.)
საგნის როლი სასკოლო განათლების ეროვნული მიზნის განხორციელებაში
1. კრიტიკული აზროვნება
ა) მოსწავლეთა მიერ მხატვრული იდეების
პროდუცირება
ბ) იმ როლის გააზრება, რომელსაც ასრულებს
ეროვნული და მსოფლიო კულტურების მემკვიდრეობა სხვადასხვა კონტექსტში.
2. პრობლემათა გადაჭრის უნარი
ა) სწავლის პროცესში წარმოშობილი იდეების
რეალიზაციის პრაქტიკა
ბ) საუკეთესო შედეგის მისაღწევად საჭირო
მასალის, იარაღის, გამომსახველობითი ხერხების თუ ტექნიკის შერჩევა და ეფექტიანი
გამოყენება
გ) დასახული ამოცანის გადაჭრისათვის აუცილებელი
ინიციატივის და პასუხისმგებლობის გამოვლენა.
3. შემოქმედებითი აზროვნება
4. სამოქალაქო ცნობიერება
5. კომუნიკაციის უნარი
ა) საკუთარი და სხვისი ნაწარმოებების შესახებ
მსჯელობა, კამათი და პოზიციის დასაბუთება
ბ) სხვადასხვა საშუალებებით საკუთარი აზრისა და
გრძნობების გამოხატვა
გ) ჯგუფური მუშაობისას სხვებთან ურთიერთობა,
თანამშრომლობა და პრობლემურ საკითხებზე შეთანხმება.
6. კველვა-ძიების უნარი
ა) ინფორმაციის მრავალფეროვანი წყაროების
გამოყენება
ბ) ინფორმაციის შეჯერება, კრიტიკული შეფასება და
ეფექტური ორგანიზაცია
გ) ინფორმაციის გამოყენება საკუთარი
შემოქმედებისათვის, კვლევისათვის, დამოუკიდებელი აზრის ჩამოყალიბებისათვის და სამოქმედო
გეგმის განსაზღვრისათვის.
(165 გვ.)
ს.გ.
VIII. 4 მოსწავლე აფართოებს საკუთარი გრძნობების, განწყობილობების და
იდეების გამოსახვის გზებს ნამუშევარში.
- გადმოსცემს ემოციებით გამოწვეულ ასოციაციებს,
შთაბეჭდილებებს და იდეებს ნამუშევარში.
ს.გ.
VIII. 6 მოსწავლე მიმართავს ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის სხვადასხვა
სტრატეგიას.
- მოიძიებს და აზუსტებს იანფორმაციას მომავალი
პროდუქტის დასაგეგმად
- ანაწილებს გუნდის სამუშაოს/ფუნქციებს/მოვალეობებს
(186 გვ.)
ს.გ.
VIII. 7 მოსწავლე წარმოადგენს ინდივიდუალურ და ჯგუფურ ნამუშევრებს და
მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით გამოთქვამს და ასაბუთებს საკუთარ აზრს ხელოვნების
ნაწარმოების შესახებ.
- წარადგენს ნამუშევარს ფართო აუდიტორიის წინაშე
- ჯგუფური ნამუშევრების წარდგენისას საუბრობს იმ
მიზნებზე და ამოცანებზე, რომელიც ჯგუფს ჰქონდა დასახული.
(188 გვ.)
პროექტის
ხელმძღვანელი ნატო გელაშვილი
2008 წ.
8 მაისი
No comments:
Post a Comment