პროექტის აღწერა
64-ე საჯარო სკოლა
სახელი გვარი: ნატო გელაშვილი
სათაური: ადგილობრივი ისტორიის პროექტი და ჩემი
ქალაქი მაშინ და ახლა
ქვეყანა: საქართველო
ენა: ქართული
მოსწავლეთა ასაკი: 13-14
კლასი: VIII-ე
პროექტის ამოცანები:
მოსწავლეები იკველევენ
ქალაქის ან მიმდებარე საცხოვრებელი ადგილის ისტორიას, ადგილმდებარეობა, რელიეფი,
რუკა, ფლორა, ფაუნა, წარმოშობა, მნიშვნელოვანი მოვლენები, არქეოლოგია, არქიტექტურა,
კულტურული ძეგლები, ფოლკლორი, ენა, დიალექტი, ქალაქის დაარსება, სეხელწოდება
საიდან მოდის, სიმბოლო, მოაგროვებენ ფოტო მასალას. სხვადასხვა საკულტო ნაგებობები
ერთ ქალაქში, ძველი და ახალი უბნები.
გააცნონ სხვა ქვეყნის
ბავშვებს თავიანთი ქალაქი, ჩვენი ქალაქის საინტერესო ადგილების შესახებ მოუყვნენ,
მივიპყროთ ჩვენი ყურადღება ჩვენი ქალაქისკენ, რაც მშობლიური ქალაქის ტურიზმის
განვითარებაში შეტანილი წვლილი იქნება. გავუღვივოთ ჩვენს ქალაქში სტურობის
სურვილი.
აგროვებენ მასალას
სხვადასხვა რესურსების გამოყენებით (წერილები, დღიურები, ინტერვიუ, წიგნები,
ინტერნეტი და სხვა.)
გაანათავსონ თავიანთი
მოგროვილი მასალა კომპიუტერში, გამოიყენონ Open Offisce.org Impress; Open
Office.org Writer; Open Office.org Callc, ინტერნეტი.
შეიძლება მომზადდეს
ელექტრონული ჟურნალი, საპრეზენტაციო სლაიდები ან ვებ-გვერდი.
გამოიკვლევენ ქალაქი თუ
რამდენად შეიცვალა დაარსებიდან დღემდე, შეადარებენ ერთმანეთს ძველ შენობა-ნაგებობეს
ამჟამინდელ თანამედროვე სახლებს.
მოსწავლეს გამოუმუშავოს
ისტროიისა და გეოგრაფიის ცოდნა.
ხელი შეუწყოს მოსწავლეს
პატრიოტად და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქედ ჩამოყალიბებას.
დაეხმაროს მოსწავლეს
კულტურული, ესთეტიკური და სულიერი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში.
სასწავლო პროგრამაში
პროექტების ინტეგრირება.
კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:
ეროვნული სასწავლო გეგმა
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისათვის
2007 წელი
- ძირითადი უნარ-ჩვევები რის გამომუშავებასაც ხელს
უწყობს ისტროიის ინტეგრირებული სასკოლო კურსი.
2) კომუნიკაციის უნარი - ისტორიის
საშუალებები გამოყენებას ინფორმაციის მიღები, მოპოვებისა და გაცვლის მიზნით.
4) სინთეზური აზროვნების უნარი -
გულისხმობს ისტორისს საშუალებებით ინფორმაციის დიდი მოცულობიდან საჭირო
ფრაგმენტების ამორჩევის, მათი მიზნობრივად დაკავშირების უნარის და ჩამოყალიბებულ
ჩვენებას. ისე რომ მიღებული შედეგები გამოყენებადი და გასაგები იყოს, როგორც თავად
მოსწავლისათვის, ასევე სხვებისთვისაც.
6) კრიტიკული აზროვნების უნარი -
გულისხმობს უკვე მოცემული, ან მის მიერ მოპოვებული ინფორმაციის შეფასების
შინაარსის, დანიშნულების და ხარისხის მიხედვით, მისი გამოყენების საზღვრების
დადგენას.
(364 გვ.)
მშობლიური ქალაქის
ისტორიულ-გეოგრაფიული მოვლენების შესწავლის პროცესში მოსწავლეს განუვითარდება
შემდეგი უნარები:
სპეციფიკური უნარები
·
დროისა და სივრცეში
ორიენტაცია
·
ისტორიული ინტერპრეტაცია
·
ისტორული-გეოგრაფიული
საშუალებების გამოყენება და შექმნა.
ზოგადი უნარები
·
ინფორმაციული მოპოვება და
ორგანიზება
·
შემოქმედებითი უნარი
·
კომუნიკაცია
·
კვლევა
·
თანამშრომლობა
მოსწავლეთა არზრდას მაღალ
ზნეობრივ ღირებულებებზე
·
სამშობლოს სიყვარული
·
კეთილსინდისიერება და
შრომისმოყვარეობა
(116 გვ.)
შედეგები და ინდიკატორები
დრო და სივრცე
ისტ.გეო VIII. 4 ახასიათებს ურბანიზაციის
პროცესს.
- აგროვებს ინფორმაციას (ლიტერატურა, ფოტოები,
რუკები) და აღწერს თანამედროვე ქალაქს; მისთვის დამახასითებელი ნიშნების
წარმოდგენის სქემის სახით.
- ინტერნეტის მიხედვით აგროვებს ინფორმაციას (გეგმა,
რუკა, ფოტოსურათი, სტატისტიკური ინფორმაცია და სხვა) ადარებას მათ სხვადასხვა
ნიშნის მიხედვით (დაგეგმარება, ფუნქციონალური რაიონები, ინფრასტრუქტურა,
მოსახლეობა და სხვა.) შედეგებს წარმოადგენს მისთვის სასურველი ფორმით
(ცხრილი, სქემა, ჩანახატი, თემა და სხვა).
ისტ.გეო VIII. 14 შეისწავლის ხელოვნებისა და
განათლების განვითარების საფუვლებს
- აღწერს მშობლიურ კუთხეში მდებარე ბუნებრივ ან/და
ხუროთმოძღვრულ ძეგლს (ძეგლებს) და მოიპოვებს მათზე ინფორმაციას (ლეგენდა,
თქმულება და ა, შ.)
(116 გვ.)
ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მიზანი
- განუვითაროს მოზარდს ძირითდი სამეტყველო უნარები
(წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი)
- განუვითაროს საკუთრი აზრის ლოგიკური
თანმიმდევრობითი გამოთქმისა და სხვადასხვა დანიშნულების წერილობითი ტექსტის
შექმინის უნარი.
- აზრის ცხადად, ლაკონურად, მკაფიოდ და მწყობრად
გამოხატვის უნარის ჩამოყალიბება.
(39 გვ.)
ქართ. VIII. 13 მოსწავლე მიმართავს
წერის სტრატეგიებს ნაწერის ეფექტური ორგანიზებისათვის
- მსჯელობისას საკუთარი თვალსაზრისის დასასაბუთებლად
იყენებს ისეთ მასალას, როგორიცაა ციტატები სხვადასხვა წყაროდან, ცხრილები,
ფოტოები და ხელოვნების ნიმუშების სურათები;
- იყენებს კომპიუტერულ ტექნოლოგიას ტექსტების
შესადგენად, დაკაბადონება და პრეზენტაციის მოსამზადებლად
(69 გვ.)
საინფორმაციო ტექნოლოგიები
საბაზო სკოლა (7-9 კლასები)
- იყენებს კლავიატურას, შეტანისა და გამოტანის
მოწყობილობებს, მათ შორის სხვადასხვა ტიპის ადაპტერებს ისტ-ის წარმატებით
ფუნქციონერებისა და ეფექტურად მოხმარებისათვის. (1)
- იყენებს ისტ-ის საშუალებებს ინდივიდუალური და
ჯგუფური სამუშაოსათვის, რომელიც მიზნად ისახავს ელექტრონულ ფორმატში ბეჩდვას,
კომუნიკაციას, საგამომცემლო და შემოქმედებით საქმიანობას, რათა შეიქმნას
საგანმანათლებლო ღირებუების მქონე პროდუქტი აუდიტორიისთვის, როგორც სკოლის
შიგნით, ასევე მის გარეთ. (3,4)
- იყენებს ისტ-ის საშუალებებსა და გლობალურ ქსელს
ასაკობრივი ჯგუფის შესატყვისი ინტერესების, მისწრაფებების განხორციელების,
პრობლემების გადაჭრის, სხვებთან ურთიერთობის და თანამშრომლობის მიზნით; მათ
შორის ფართო აუდიტორიისათვის განკუთვნილი ნამუშევრის შექმინის მიზნით.(4,5)
- მსჯელობს როდის არის ისტ-ის საშუალებების
გამოყენება ეფექტური და მიზანშეწონილი; ირჩევს შესაბამის საშუალებას და
იყენებს მას სხვადასხვა დავალებების შესრულებისა და დასახული მიზნების
განსახორციელებლად. (5,6)
- აფასებს ელექტრონულ ფორმატში არსებულს რესურსების,
ინფორმაციის სიზუსტეს, ობიექტურობას, მის მიზნობრიობას და დანიშნულებასთან
შესატყვისობას. (6)
(368 გვ.)
მისაღწევი შედეგები სწავლების ყოველ საფეხურზე
1)
ძირითადი ცნებები და
ოპერაციები
Ø
ახდენს ისტ-ის
საშუალებების დანიშნულებისა და მათი მოქმედების ძირითადი პრინციპების გაგების
დემონსტრირებას.
Ø
სწორად იყეენბს ისტ-ის
საშუალებებთან უთიერთმოქმედების, შეტანა-გამოტანის მოწყობილობებს ამ საშუალებების
წარმატებით ფუნქციონირებისათვის.
Ø
ახდენს ისტ-ის
საშუალებების მარჯვედ მოხმარების დემონსტრიერებას.
5) კვლევის ტექნოლოგიური
საშუალებები
Ø
იყენებს ისტ-ის საშუალებებს
(მაგ. საძიებო სისტემა) ინფორმაციის სხვადასხვა წყაროებიდან მიღების, მათი
შემდგომი შეფასებისა და ანალიზისათვის.
Ø
იყენებს ისტ-ის
საშუალებებს ინფორმაციის შენახვის, მონაცემთა
Ø
დამუშავებისა და
ანალიზისათვის, შემდგომი შედეგის სხვებისათვის მიწოდების მიზნით.
Ø
აფასებს და ეფექტურად
იყენებს ის-ის სფეროში არსებულ სიახლეებს (მაგ. ახალი პროგრამული უზრუნველყოფა) და
რესურსებს მის წინაშე დასმული ამოცანის შესაბამისად.
(366 გვ.)
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების/შრომითი სწავლების მიზანია:
- მოსწავლის ჩაბმა შემოქმედებით და საინტერპრეტაციაო
საქმიანობაში და ამ გზით მისთვის მშვენიერების განცდის და წარმოსახვის უნარის
განვითარება.
- შემოქმედებითი საქმიანობის ტექნიკურ საშუალებათა
დაუფლება და შრომის უნარ-ჩვევის ჩამოყალიბება.
(163 გვ.)
საგნის როლი სასკოლო განათლების ეროვნული მიზნის განხორციელებაში
1. კრიტიკული აზროვნება
ა) მოსწავლეთა მიერ მხატვრული იდეების
პროდუცირება
ბ) იმ როლის გააზრება, რომელსაც ასრულებს
ეროვნული და მსოფლიო კულტურების მემკვიდრეობა სხვადასხვა კონტექსტში.
2. პრობლემათა გადაჭრის უნარი
ა) სწავლის პროცესში წარმოშობილი იდეების
რეალიზაციის პრაქტიკა
ბ) საუკეთესო შედეგის მისაღწევად საჭირო
მასალის, იარაღის, გამომსახველობითი ხერხების თუ ტექნიკის შერჩევა და ეფექტიანი
გამოყენება
გ) დასახული ამოცანის გადაჭრისათვის აუცილებელი
ინიციატივის და პასუხისმგებლობის გამოვლენა.
3. შემოქმედებითი აზროვნება
4. სამოქალაქო ცნობიერება
5. კომუნიკაციის უნარი
ა) საკუთარი და სხვისი ნაწარმოებების შესახებ
მსჯელობა, კამათი და პოზიციის დასაბუთება
ბ) სხვადასხვა საშუალებებით საკუთარი აზრისა და
გრძნობების გამოხატვა
გ) ჯგუფური მუშაობისას სხვებთან ურთიერთობა, თანამშრომლობა
და პრობლემურ საკითხებზე შეთანხმება.
6. კველვა-ძიების უნარი
ა) ინფორმაციის მრავალფეროვანი წყაროების
გამოყენება
ბ) ინფორმაციის შეჯერება, კრიტიკული შეფასება და
ეფექტური ორგანიზაცია
გ) ინფორმაციის გამოყენება საკუთარი
შემოქმედებისათვის, კვლევისათვის, დამოუკიდებელი აზრის ჩამოყალიბებისათვის და
სამოქმედო გეგმის განსაზღვრისათვის.
(165 გვ.)
ს.გ.
VIII. 4 მოსწავლე აფართოებს საკუთარი გრძნობების, განწყობილობების და
იდეების გამოსახვის გზებს ნამუშევარში.
- გადმოსცემს ემოციებით გამოწვეულ ასოციაციებს,
შთაბეჭდილებებს და იდეებს ნამუშევარში.
ს.გ.
VIII. 6 მოსწავლე მიმართავს ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის სხვადასხვა
სტრატეგიას.
- მოიძიებს და აზუსტებს იანფორმაციას მომავალი
პროდუქტის დასაგეგმად
- ანაწილებს გუნდსი სამუშაოს/ფუნქციებს/მოვალეობებს
(186 გვ.)
ს.გ.
VIII. 7 მოსწავლე წარმოადგენს ინდივიდუალურ და ჯგუფურ ნამუშევრებს და
მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით გამოთქვამს და ასაბუთებს საკუთარ აზრს ხელოვნების
ნაწარმოების შესახებ.
- წარადგენს ნამუშევარს ფართო აუდიტორიის წინაშე
- ჯგუფური ნამუშევრების წარდგენისას საუბრობს იმ
მიზნებზე და ამოცანებზე, რომელიც ჯგუფს ჰქონდა დასახული
(188 გვ.)
მსვლელობა და სამოქმედო კალენდარი
27 თებერვალი
- კლასისი შერჩევა
- შერჩეულ კლასში “iEARN-საქართველო 2008” კონკურსის
და iEARN-ის პროექტების გაცნობა
- პროექტის შერჩევა
- პროექტში მონაწილეობის მსურველი გუნდების სიის
შექმნა
- პროექტის განხორციელების დაგეგმვა
- ინტერნეტიდან ვტვირთავთ მოსწავლეთა შეფასების
კითხვარს ვინახავთ და ვავსებთ ან ვაქსეროქსებთ.
- მოგვიანებით შემყავს შევსებული კითხვარის პასუხები
კომპიუტერში.
- ვიღებ ფოტოებს
- დავალებად ვაძლევ დავალებას მოიფიქრონ 27.02-5.03
თავიანთი სამუშაო გეგმა შეადგინონ, უშუალოდ ქალაქზე ან მის რომელიმე უბანზე.
დაიწყონ მასალების მოძიება სხვადასხვა რესურსებით. აწარმოონ რვეულში
მოგროვილი მასალის წყაროების შესახებ. მოიფიქრონ თავიანთი გუნდების
სახელწოდებები და დევიზი.
5 მარტი
- გამოვიკითხავ თუ როემლი გუნდი როემლ თემაზე
მუშაობს, რა მოიფიქრეს და როგორ წარმართავენ თავიანთ სამუშაო გეგმას, რა
წყაროები გამოიყენეს ამისათვის.
- შეუძლიათ თავიანთი მასალა აკრიფონ ტექსტურ ფაილში
და შეინახონ. გადმოიწერონ ასევე ინტერნეტით მოძიებული ფოტოები და ტექსტები.
გააკეთონ თავიანთი გუნდის საქაღალდე და თემატურად განათავსონ ფაილები.
- ეძებენ ინტერნატში თავიანთი თემის ირგვლივ ფოტოებს,
ისტორიას, ვუთითებ რამდენიმე ინტერნეტ საიტს რომელიც შეიძლება გამოადგეთ.
- ვიღებთ მუშაობის ამსახველ ფოტოებს.
- აუცილებელი მოთხოვნაა ყველა წევრი აქტიურად ჩაერთოს
მუშაობის პროცესში და გაინაწილონ ფუნქციები.
- მასალების მოძიებისათვის მიცემული აქვთ დრო 27
თებერვლიდან 19 მარტამდე. მოგვიანებითაც შესაძლებელია მასალის დამატება,
მაგრამ უმჯობესია ამ ვადებში ჩაეტიონ.
26 მარტი, 2 აპრილი, 16 აპრილი
- მოგროვილი მასალის დახარისხება ხდება, ინფორმაციის
დამუშავბე. იგეგმება თუ როგორ იქნება მათი მოგროვილი მასალა წარმოდგეილი
საპრეზენტაციოდ. დამოუკიდებლად ფიქრობენ ცალკეული გუნდები მის გაფორმებაზე,
შინაარსზე, ვიზუალურ მხარეზე. ინფორმატიკის გაკვეთილის მსვლელობის დროს
ანხორციიელებენ თავიანთ ჩანაფიქრს ტექსტური ფაილით, საპრეზენტაციო სლაიდით ან
სურვილისამებრ ამზადებენ ვებ გვერდს.
23 აპრილი
- პრეზენტაციიათვის ეძლევათ საშუალება გაიარონ
რეპეტიცია და თავიანთი ნამუშევარი წარუდგინონ სკოლის ადმინისტრაციას,
პედაგოგებს.
29 აპრილი
- გაიმართება პრეზენტაცია. თითოეული გუნდი
წარმოადგენს თავის ნამუშევრებს.
- მოხდება მოსწავლეთა შეფასება პროექტის წესების
გათვალისწინებით.
30 აპრილი
- შეავსებენ მოსწავლეები კითხვარს პროექტის
დასრულების შემდეგ
- თავიანთ ნამუშევრებსაც განიხილავენ და შეაფასებენ
თავიანთ თავს თვითონვე, გამართავენ სჯა-ბაასს და იმსჯელებენ თავიანთი
პრეზენტაციის ირგვლივ.
1-10 მაისი
- სავარაუდოდ მაისის დასაწყისში ჩაიწერება ყველა ნამუშევარი დისკზე, ფოტო სურათები და გაიგზავნება ”ირმის ნახტომი ”-ის ფონდში.
საჭირო სასწავლო რესურსები
კომპიუტერული
კლასი, სასკოლო ქსელი, ციფრული ფოტოაპარატი, წიგნები, პროექტორი
პრეზენტაციისათვის, სკანერი, პრინტერი, ფლეშკა, პროცესორში რევრაიტერი-დისკზე
ჩამწერი, დისკები, ფურცლები.
No comments:
Post a Comment